გახარია – აქციებზე: "არავინ არავის უკრძალავს გამოხატვის თავისუფლებას, დისტანცია დავიცვათ"

26-11-2020 15:28:22 საშინაო პოლიტიკა

პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდვები არ შეეხება, თუმცა მოქალაქეებმა დისტანცია უნდა დაიცვან.

"რაც შეეხება აქციებს, საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს. ეს არის პირდაპირ პასუხისმგებლობის საკითხი თითოეული იმ პოლიტიკოსის, რომელსაც დღეს სწყინს როდესაც შედარება ხდება ეპიდემიოლოგების მხრიდან სხვადასხვა მიზეზის გამო, ყრილობების დაუშვებლობის, წესების დაცვის გამო. რა სხვაობაა ქორწილს, ქელეხსა და აქციას შორის გავრცელების თვალსაზრისით, სხვაობა არ არის, ან წინა საარჩევნოდ 600-კაციანი სუფრის. სამწუხაროდ ამ ეპიდემიის ყველაზე დიდი რისკი ის არის, რომ ის სწრაფად და მარტივად ვრცელდება. არავინ არავის უკრძალავს გამოხატვის თავისუფლებას, დისტანცია დავიცვათ",- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის: საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

ახალი შეზღუდვების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები