პრემიერის თქმით, შეზღუდვების აღსრულების პროცესი უმკაცრესად გაკონტროლდება

26-11-2020 14:54:27 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, შეზღუდვების აღსრულების პროცესი უმკაცრესად გაკონტროლდება.

“უმკაცრესად იქნება გაკონტროლებული ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმები. სამწუხაროდ, მინდა, ვთქვა და ეს არ არის საყვედური და ეს ყველას გვეხება – დღესაც ქვეყანაში მოქმედებს ბევრი შეზღუდვა, რომელიც ან დაგვავიწყდა, ან არ ვასრულებთ, ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეცა დავალება ისევე, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის ორგანოებს, რომ უმკაცრესად იყოს აღდგენილი და გაკონტროლებული ეს შეზღუდვები,” - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის: საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

ახალი შეზღუდვების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები