გერმანიის პარლამენტზე კიბერშეტევის გამო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს საქართველოც შეუერთდა

26-11-2020 13:02:26 საგარეო პოლიტიკა

გერმანიის პარლამენტზე კიბერშეტევის გამო ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს საქართველოც შეუერთდა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელი​ს განცხადებით, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას შემდეგი ქვეყნები შეუერთდნენ: ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, ისლანდია, ნორვეგია, უკრაინა და საქართველო.

გერმანიის პარლამენტზე 2015 წელს განხორციელებული კიბერშეტევის გამო 2020 წლის ოქტომბერში ევროკავშირმა სავიზო და საბანკო სანქციები დაუწესა რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროს იგორ კოსტიუკოვს, ამავე უწყების ოფიცერ დიმიტრი ბადინს და სამმართველოს ერთ-ერთ სამსახურს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები