თბილისში ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა

26-11-2020 09:50:00 სამართალი

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით, დილის 07:00 საათზე კორპუსის მეორე სართულზე გაჩნდა. მათ აივანზე გამოსული ცეცხლმოკიდებული კაცი დაინახეს, თუმცა გადარჩენა ვერ სეძლეს.

ხანძრის შედეგად დამწვარია სამსართულიანი კორპუსის მეორე სართული. ადგილზე შვიდი სახანძრო სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები