Accentnews.ge
რა შემთხვევაში გადადგება შს მინისტრი: გახარიას კომენტარი

რა შემთხვევაში გადადგება შს მინისტრი: გახარიას კომენტარი

28/06/2019 15:08:12 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საქართველოს შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, თანამდებობას დატოვებს, თუ პოლიციელების ქმედებებში სისტემური დარღვევები გამოიკვეთება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. 

"მაშინ, როცა ან თუ დადგინდება, რომ პოლიციელების ქმედებაში ან მათ მიერ გამოყენებულ ტექნიკებში, იყო დიდი რაოდენობით სისტემური გადაცდომები, თქვენი მონა-მორჩილი იმ წუთში, ყოველგვარი პრობლემების გარეშე დატოვებს ამ თანამდებობას”,– განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის: მეცხრე დღეა თბილისის ცენტრში გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S