მონადირე, რომელსაც იარაღი გაუვარდა, მაშველების მიერ ტყიდან გამოყვანისას გზაში გარდაიცვალა

26-11-2020 00:38:52 სამართალი

მონადირე, რომელსაც იარაღი გაუვარდა, მაშველების მიერ ტყიდან გამოყვანისას გზაში გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისის სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, დაბა ჯვარის მიმდებარე ტყეში მონადირეს იარაღი გაუვარდა, თვითდაზიანება მიიყენა და დახმარება სჭირდებოდა. შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გაემგზავრნენ მეხანძრე-მაშველები. პარალელურად, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. უამინდობისა და რთული რელიეფის გამო, დაჭრილი მამაკაცის ვერტმფრენში აყვანა ვერ მოხერხდა. მონადირე ქვეითად წასულ მეხანძრე-მაშველებს საკაცის დახმარებით, ფეხით მიჰყავდათ საავტომობილო გზამდე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები