
აბაშიძე – გავრილოვზე: "ბოდიშები არ მოგვიხდია"
28/06/2019 14:41:59 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ სერგეი გავრლოვის თბილისიდან გამგზავრებამდე აეროპორტში მცირე ხნით შეხვდა, საუბარი რამდენიმე ფრაზით შემოიფარგლა და ბოდიში არ მოუხდია.
„ზაქარია ქუცნაშვილთან ერთად გავრილოვს არ შევხვედრივარ. მე იგი ვნახე აეროპორტში, როდესაც თვითმფრინავი მიფრინავდა, იმ პერიოდში იქ ვიყავი ახლო-მახლო. მივედი მასთან, ვნახე, როგორ მიმდინარეობდა მათი გამგზავრება და ძალიან მოკლე საუბარი მქონდა. სულ რამდენიმე ფრაზა იყო გავრილოვთან. ბოდიშები არ მოგვიხდია. მივედი, ვნახე, როგორ მიმდინარეობდა მათი გამგზავრება. შემიძლია ეს დაგიდასტუროთ. დეგელაცია მიემგზავრებოდა. მას აცილებდნენ შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენლები და რამდენიმე წუთის შემდეგ ის თვითმფრინავი გაემგზავრა“, - განაცხადა აბაშიძემ.
ცნობისთვის: კრემლი ოფიციალური თბილისისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს