ლარი მცირედით გამყარდა

25-11-2020 17:04:06 ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 25 ნოემბერს ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.3138 ლარი იქნება, ხოლო ერთ ევროს 3.9424 ლარად შეიძენთ.

დღეს ერთი აშშ დოლარი 3.3193 ლარი ღირდა, ერთი ევრო – 3.9447 ლარი.

ცნობისთვის: დღეს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე გასაყიდად გატანილი 50 მლნ აშშ დოლარიდან 46 550 000 აშშ დოლარი გაიყიდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებიდან სხვადასხვა მოცულობის დოლარი უკვე 24-ჯერ გაყიდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები