Accentnews.ge
ევროკავშირის ელჩები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ

ევროკავშირის ელჩები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ

28/06/2019 14:28:18 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

ევროკავშირის ქვეყნების ელჩები 20 ივნისს მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებენ.

“საჭიროა გამჭვირვალე, სწრაფი, ეფექტური გამოძიების ჩატარება 20 ივნისს გადამეტებული ძალის შესაძლო გამოყენებასთან, ასევე ძალადობრივი მოქმედების წაქეზებასთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია პოლიციის პასუხი. ომბუდსმენის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. მოვუწოდებთ მხარეებს დიალოგისა და კომპრომისისკენ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 20–21 ივნისს განვითარებული მოვლენებისას 200–ზე მეტი ადამიანი დაშავდა, დააკავეს 300–ზე მეტი, არსებობს კადრები, რომლებიც ადასტურებს, რომ სპეცრაზმი მოქალაქეებს დამიზნებით ასროდა, რაც კანონდარღვევაა. აქციის დაშლისას თვალი დაკარგა ორმა დემონსტრანტმა, ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ რთულია.

უკვე მერვე დღეა, დემონსტრანტები რუსთაველზე იკრიბებიან და შს მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.  

ცნობისთვის: საქართველოს პრემიერ–მინისტრის განცხადებით, შსს–მ დემონსტრანტების წინააღმდეგ ლეგიტიმური ძალა გამოიყენა და ამას ყველა პარტნიორი და საერთაშორისო ორგანიზაციაადასტურებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S