"მე და პუტინმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნების ძალისხმევაში რეგიონის სხვა ქვეყნების ჩართვის შესაძლებლობა განვიხილეთ"

25-11-2020 16:47:52 კავკასია

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნების ძალისხმევის გაფართოების გზები, მათ შორის რეგიონის სხვა ქვეყნების ჩართვის საკითხი განიხილა.

"მე და პუტინმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნების ძალისხმევაში რეგიონის სხვა ქვეყნების ჩართვის შესაძლებლობა განვიხილეთ. ჩვენ - თურქეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი რეგიონში სტაბილურობას უზრუნველვყოფთ. თუმცა მიმაჩნია, რეგიონის სხვა ქვეყნების ჩართულობა ამ ძალისხმევას სხვა დონეზე აიყვანს", – განაცხადა ერდოღანმა. მას არ დაუკონკრეტებია, რეგიონის რომელ ქვეყნებს გულისხმობდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები