Accentnews.ge
ბრიტანეთის საელჩო 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ბრიტანეთის საელჩო 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

28/06/2019 14:25:14 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ხელისუფლებას 20 ივნისს განვიტარებული მოვლენების გამჭვირვალედ გამოძიებისკენ მოუწოდებს. ამასთან ის მხარეებს მიმართავს, პროცესები დიალოგის რეჟიმშ გადაიყვანოს. 

"მოვუწოდებთ, რომ 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამოძიება ძალის გადამეტების შესაძლებლობაზე და ნებისმიერ მოქმედებაზე, რომელმაც საფუძველი დაუდო ძალადობას და წინ უსწრებდა პოლიციის მხრიდან საპასუხო ქმედებებს, წარიმართოს გამჭვირვალედ, სწრაფად და ამომწურავად.

სახალხო დამცველის ჩართვა ამ პროცესებში უმნიშვნელოვანესია.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მხარეებს, დიალოგის ფორმატში პროცესების გადატანისკენ და კომპრომისის მიღწევისკენ",- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საელჩო მის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 20–21 ივნისს განვითარებული მოვლენებისას 200–ზე მეტი ადამიანი დაშავდა, დააკავეს 300–ზე მეტი, არსებობს კადრები, რომლებიც ადასტურებს, რომ სპეცრაზმი მოქალაქეებს დამიზნებით ასროდა, რაც კანონდარღვევაა. აქციის დაშლისას თვალი დაკარგა ორმა დემონსტრანტმა, ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ რთულია.

უკვე მერვე დღეა, დემონსტრანტები რუსთაველზე იკრიბებიან და შს მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.  

ცნობისთვის: საქართველოს პრემიერ–მინისტრის განცხადებით, შსს–მ დემონსტრანტების წინააღმდეგ ლეგიტიმური ძალა გამოიყენა და ამას ყველა პარტნიორი და საერთაშორისო ორგანიზაციაადასტურებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S