საქართველოდან ექსპორტირებულია 7 824 ტონა ხურმა და კარალიოკი, რომლის ღირებულებამ 4.2 მლნ დოლარი შეადგინა

25-11-2020 12:59:03 საზოგადოება ,რეკლამა

საქართველოდან ვაშლის, თხილისა და მანდარის პარალელურად, ხურმისა და კარალიოკის ექსპორტიც აქტიურად ხორციელდება. 2020 წლის 1-ელი აგვისტოდან 23 ნოემბრამდე პერიოდში, ექსპორტზე გავიდა 7 824 ტონა ხურმა და კარალიოკი, რომლის ღირებულებამ 4.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის მოცულობა 14%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 18%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. ამავე პერიოდში, 4%-ით გაიზარდა ხურმისა და კარალიოკის საექსპორტო ფასი.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მიმდინარე წელს წარმოებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (3 377 ტონა), უკრაინასა (2 832 ტონა) და სომხეთში (1 475 ტონა), ასევე ბელარუსში, ყატარში, მოლდოვაში, ჰონკონგში, ყაზახეთსა და უნგრეთში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები