
შს მინისტრი და "ქართული ოცნება" მხარმადჭერებს მიმართავენ
28/06/2019 13:54:16 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ეხმიანება სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციას, რომ მისი მხარდამჭერები კონტრაქციის მოწოყბას გეგმავენ, და ამბობს, რომ მსგავსი ღონისძიებები საჭირო არაა, ეს საზოგადოების პოლარიზებასთან ბრძოლას შეუშლის ხელს:
“კონტრაქციის შესახებ თქვენგან პირველად მესმის. მსგავსი ღინისძიებები დღეს საერთოდ არ არის საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ მე თითოეულ ადამიანს მინდა ადამიანური მადლობა ვუთხრა, მინდა ვთხოვო, რომ დღეს, როდესაც ჩვენ ყველა ერთად, მოქალაქეებთან ერთად ვცდილობთ მაქსიმალურად დვაწიოთ ტემპერატურა, ვებრძოლოდ პოლარიზებას საზოგადოებაში, მსგავსი აქციები მხოლოდ და მხოლოდ გვიშლის ხელს.
მინდა გულწრფელად ვთხოვო მათ და დავარწმუნო, რომ მსგავსი აქციები არ არის საჭირო. ჩვენ ჩვენს საზოგადოებასთან, მოქალაქეებთან ერთად ვცდილობთ ვიპოვით გზა და ყოველთვის გვექნება საშუალება ვისაუბროთ იმ ენაზე, რომ ერთმანეთს არა აქციებით ველაპარაკოთ, არამედ კონსტრუქციულ დიალოგში გადავიყვანოთ ჩვენი საუბარი. მინდა ვთხოვო თითოეულ მოქალაქეს რომელიც მსგავს ღონისძიებას აანონსებს, გადაიფიქრონ, არ არის ეს საჭირო” – ამბობს შს მინისტრი.
ანალოგიური შინაარსის განცხადება გაავრცელა პარტია "ქართულმა ოცნებამაც":
„პირველ რიგში, გვსურს მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ყველა მხარდამჭერს და გულშემატკივარს, თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ხედავს და რეალურად აფასებს შექმნილ მდგომარეობას, სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიტანილი შეტევების რეალურ მიზნებს.
განვითარებული მოვლენების ფონზე, საზოგადოებაში ხშირად ისმის კონტრაქციის ორგანიზების მოწოდებები.
ხაზგასმით ვაცხადებთ, საქართველოში დაცულია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული ჩვენი მოქალაქის პოზიციას და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩვენი მოქალაქეების ეს უფლება იყო, არის და იქნება დაცული.
ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ასევე განუხრელად არის და იქნება დაცული ქვეყნის კონსტიტუცია და სახელმწიფო ინსტიტუტები ყოველგვარი აგრესიისა და ძალადობისგან.
სახელმწიფო იცავს როგორც მოქალაქეებს, მათი გამოხატვის თავისუფლებას, ასევე კონსტიტუციას და საზოგადოებრივ მართლწესრიგს.
არსებულ ვითარებაში, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ვთხოვოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც განიცდიან და ემოციურად რეაგირებენ უკანასკნელ დღეებში შექმნილ სურათზე, თავი შეიკავონ ყოველგვარი კონტრაქციისგან და იმგვარი ქმედებებისგან, რომელმაც შესაძლოა დამატებითი დაძაბულობა შემოიტანოს და საფუძველი შეუქმნას დესტრუქციულ ძალებს პროვოკაციებისა და დაძაბულობის ინსპირაციისთვის“, – აღნიშნულია პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაში.
უკვე მეცხრე დღეა გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით თბილისში, პარლამენტის წინ აქციები იმართება. დემონსტრანტები დღეს 19:00 საათზეც სეიკრიბებიან.