Accentnews.ge
"დონალდ კუკის" მეთაური: "შავ ზღვაში ოპერირება რეგიონში ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეებისადმი ერთგულების მანიშნებელია"

"დონალდ კუკის" მეთაური: "შავ ზღვაში ოპერირება რეგიონში ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეებისადმი ერთგულების მანიშნებელია"

24/11/2020 07:33:45 საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა

საქართველოში აშშ–ის საელჩოს განცხადებით, "შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდი „დონალდ კუკი“ შავ ზღვაში რეგიონული სტაბილურობის მხარდამჭერი რუტინული საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციების ჩასატარებლად შემოვიდა".

„შავ ზღვაში ოპერირება რეგიონში ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეებისადმი ერთგულების მანიშნებელია. ეს მნიშვნელოვანი დიპლომატიური მისიაა და „დონალდ კუკს" მრავალჯერ გამოუცდია შავი ზღვის ქვეყნების სტუმართმოყვარეობა" - განაცხადა ხომალდის მეთაურმა კელი ჯოუნსმა.

"აშშ-ის საზღვაო ძალები შავ ზღვაში რუტინულ ოპერაციებს ნატო–ს მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ატარებს. მათ შორისაა: ბულგარეთი, საქართველო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა. მსოფლიოს ინტერესებშია, რომ შეინარჩუნოს სტაბილური, წარმატებული შავი ზღვის რეგიონი და შეაკავოს აგრესიული აქტორები, რომლებიც საკუთარი მიზნებისთვის დესტაბილიზაციას ცდილობენ", – აცხადებენ საელჩოში.

ცნობისთვის: „დონალდ კუკი" შავ ზღვაში უკვე მეშვიდედ შემოვიდა. სამხედრო ხომალდი პირველად საქართველოს 2007 წელს სტუმრობდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S