Accentnews.ge
ჩვენ ვისჯებით და ეს არის კავშირში მინისტრ გახარიასთან - მწერლები „მწერალთა სახლისა“ და „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის“ აღდგენას ითხოვენ

ჩვენ ვისჯებით და ეს არის კავშირში მინისტრ გახარიასთან - მწერლები „მწერალთა სახლისა“ და „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის“ აღდგენას ითხოვენ

28/06/2019 12:17:07 სხვა, საზოგადოება

მწერლები „მწერალთა სახლისა“ და „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის“ აღდგენას ითხოვენ

„მწერალთა სახლისა“ და „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის“ აღდგენის მოთხოვნით, მწერალთა სახლში პრესკონფერენცია გაიმართა.

„რეორგანიზაციის სახელით გაუქმდა „მწერალთა სახლი“ და „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი“ - კულტურის სამინისტროს ორი ყველაზე წარმატებული სსიპ- ი, რომლებიც თავის დროზე მწერლებთან და გამომცემლებთან კონსულტაციისა და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით დაარსდა. იმის ნაცვლად, რომ მადლობა გადაეხადათ წარმატებული მუშაობისთვის, უსამართლოდ გაათავისუფლეს ორივე ორგანიზაციის დირექტორი.

მოვითხოვთ, შეჩერდეს სახელდახელო და გაუზარებელი რეორგანიზაცია და მიეცეთ მწერლებს, ლიტერატორებსა და გამომცემლებს საკონსულტაციო პროცესში ჩართვის საშუალება, ასევე მწერალთა სახლისა და ეროვნული ცენტრის სამსახურიდან უმიზეზოდ დათხოვნილი დირექტორების ჩართვას და მათთვის ნორმალური სამუშაო პირობების შექმნას," - განაცხადეს ორგანიზატორებმა.

“ეს არის არც მეტი, არც ნაკლები – მწერლების დასჯა. ჩვენ ვისჯებით და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ეს არის კავშირში ბევრისთვის უკვე არალეგიტიმურ შინაგან საქმეთა მინისტრ გახარიასთან. ვისაც ახსოვს, რა სკანდალი იყო შარშან ფრანკფურტის ბაზრობასთან დაკავშირებით, ვისაც ახსოვს, რა მძიმე შეხვედრა გვქონდა ჩვენ სამინისტროში და როგორ მოგვივარდა იქ მინისტრი გახარია საქმის გასარჩევად. ისიც ახსოვს, თუ როგორ წავიდა იქიდან და შემდეგ როგორ ვთხოვდით პასუხს, დაესაჯა ის პოლიციელები, ვინც იძალადეს ზვიად რატიანზე, და თქვენ ყველამ იცით, ზვიად რატიანი სადაც არის და რატომაც არის და ამაზე არანაირი რეაქცია არ მოახდინა მან.

შემდეგ ჩვენ ეს ვახსენეთ ფრანკფურტში და ამას მოჰყვა დიდი გამოხმაურება მაშინაც გერმანულ პრესაში  და ასევე ახლაც. ეს ამხანაგი [მიხეილ] გიორგაძე და ჩინოვნიკობა ამდენს ვერ გაბედავდა, რაზე ვლაპარაკობთ. ეს არის პირდაპირი დირექტივა, რომელიც მოდის ზემოდან და არის ერთგვარი სასჯელი”, – ამბობს ლაშა ბუღაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S