Accentnews.ge
ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რატომ შეჩერდა რიგი გეგმური ოპერაციების დაფინანსება

ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რატომ შეჩერდა რიგი გეგმური ოპერაციების დაფინანსება

23/11/2020 14:20:56 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, რატომ შეჩერდა რიგი გეგმური ოპერაციების დაფინანსება.

„გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჯანდაცვის სამინისტროს აღარ გააჩნია ბიუჯეტი და სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ ჩვენ შევაჩერეთ გეგმურ ოპერაციებზე ხელმისაწვდომობა, მაგრამ ეს ასე არაა. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პაციენტი არ იყო კოვიდინფიცირებული მიმართა კლინიკას და ჩაიტარა კონკრეტული ოპერაცია და ოპერაციის შემდეგ მას დაუდასტურდა კოვიდინფექცია. სწორედ კოვიდინფექციის გავრცელებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება ისევ და ისევ პაციენტების უსაფრთხოების მიზნით, რაც პოსტოპერაციულ პერიოდში რეაბილიტაციას საკმაოდ ართულებს, მნიშვნელოვანია შევზღუდოთ ხელმისაწვდომობა გეგმურ ოპერაციებზე და დაყოვნება გავზარდოთ პირველ მარტამდე. ეს საფრთხეს პაციენტებს არ შეუქმნის, გამომდინარე იქიდან, რომ გეგმური ოპერაციები გეგმურია და არ ხასიათდება მაღალი რისკით პაციენტის ჯანმრთელობასთან მიმართებით“, - განაცხადა ტიკარაძემ.

2021 წლის მარტამდე „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრულ გეგმურ ქირურგიულ მომსახურებაზე საგარანტიო ფურცლის გაცემა ჩერდება.

აღნიშნულს საქართველოს მთავრობის №688 დადგენილება ითვალისწინებს.

„COVID-19–ის პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დროებითი ღონისძიების სახით, 2020 წლის 10 ნოემბრიდან 2021 წლის 1 მარტამდე შეჩერდეს ამავე დადგენილების დანართ №1-ით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრულ გეგმურ ქირურგიულ მომსახურებაზე საგარანტიო ფურცლის გაცემა, გარდა სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციებისა, ასევე ონკოლოგიური ოპერაციებისა და დანართ 1.8-ით განსაზღვრული კარდიოქირურგიის/ინტერვენციული კარდიოლოგიის/რითმოლოგიის მომსახურებისა.

ამასთან, 2020 წლის 10 ნოემბრამდე გაცემული საგარანტიო ფურცელი ვალიდურია ვადის ამოწურვამდე“, – აღნიშნულია დადგენილებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S