შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო გემი „დონალდ კუკი“ შევიდა

23-11-2020 12:07:20 თავდაცვა

შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო გემი „დონალდ კუკი“ შევიდა.

როგორც ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო შეიარაღებული ძალების სამეთაურო შტაბის განცხადებაშია აღნიშნული, ხომალდი ნატო-ს მისიის ფარგლებში შავ ზღვაში რეგულარულ პატრულირებას ჩაატარებს.

„დონალდ კუკი“ უკვე მეშვიდედ შევიდა შავ ზღვის რეგიონში. აშშ-ის ფლოტის ხომალდები რეგულარულად პატრულირებენ შავ ზღვაში ნატო-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების თურქეთის, უკრაინის, რუმინეთის, ბულგარეთისა და საქართველოს მხარდასაჭერად!“ – ნათქვამია აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების სამეთაურო შტაბის განცხადებაში.

სამხედრო ხომალდი„დონალდ კუკი“ პირველად საქართველოს 2007 წელს სტუმრობდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები