Accentnews.ge
"გახარიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩემგან და საზოგადოებისგან ეკუთვნის მადლობა"

"გახარიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩემგან და საზოგადოებისგან ეკუთვნის მადლობა"

28/06/2019 10:22:54 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას და მთელ სამინისტროს "პირადად მისგან და მთელი საზოგადოებისგან" ეკუთვნის მადლობა. 

მისივე თქმით, აქციის დაშლისას ძალის გამოყენება ლეგიტიმური იყო. 

"ეს არის პირველი მთავრობის სხდომა ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შემდეგ და მსურდ დავიწყო შეფასებით.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ორჯერ მოხდა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა. ორივე შემთხვევაში ჩვენ საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ შტურმი მიიტანეს საქართველოს პარლამენტზე და ორი    ვე შემთხვევა დასრულდა უმძიმესი შედეგებით ჩვენი ქვეყნისთვის. ამან მოიტანა ავტორიტარიზმი, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, ძმათამკვლელი ომი, ეკონომიკური კოლაფსი და სრული ქაოსი ქვეყანაში. ჩვენ დრემდე ვგრძნობთ ამ უმძიმესი მოვლენების შედეგებს. ამის მცდელობა იყო მესამედ.

ორივე შემთხვევაში აღმოჩნდა ისე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არ იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე. კონკრეტულად კი შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვინაიდან ეს იყო მათი მოვალეობა, რომ მაშინ აღეკვეთათ ეს უმძიმესი სცენარი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს არის სხვა მდგომარეობა - ჩვენ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეძლო და აგვაცილა ეს უმძიმესი სცენარი და ეს უმძიმესი გამოცდილება. აქედან გამომდინარე, მინისტრს, ისევე, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩემგან პირადად და საზოგადოების ყველა წევრისგან ეკუთვნის მადლობა და მხარდაჭერა.

ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველო შედგეს როგორც წარმატებული, ევროპული სახელმწიფო. ჩვენ ვაკეთებთ ამისთვის ყველაფერს, მაგრამ ამავდროულად თითოეულ ჩვენგანს კარგად უნდა გვახსოვდეს ჩვენი უახლესი ისტორია, თუ როგორ სარგებლობდა ყოველთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტერი.

ძალიან რთული წუთები იყო, თითოეული ქართველისთვის, თითოეული პატრიოტისთვის, ის რაც ჩვენ გავიარეთ. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ჩვენ გვყავს დაზიანებული მოქალაქეები, პოლიციელები და მათი ჯანმრთელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, ვეხმარებით ჩვენს მოქალაქეებს, რამდენიმე მათგანი საზღვარგარეთ არის წასული სამკურნალოდ, საუკეთესო ჰოსპიტალებში. თუ ამის საჭიროება იქნება, ჩვენ ვიხილავთ შესაძლებლობას, რომ საქართველოში ჩამოვიყვანოთ საუკეთესო ექიმები და სპეციალისტები" - განაცხადა პრემიერმა. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S