ბაქოში ალიევი შოიგუს შეხვდა

21-11-2020 16:33:13 კავკასია

რუსეთის თავდაცვის მინისტრი ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრას აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრიც ესწრებოდა- იუწყებიან აზერბაიჯანული და რუსული მედიასაშუალებები.

მედიის ცნობით, მოლაპარაკებები დროს სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ „რუსმა სამშვიდობოებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში 23 ბლოკ-საგუშაგო გახსნეს და შეხების ხაზზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო ყველა მაგისტრალს აკონტროლებენ.“

თავის მხრივ ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ 9 ნოემბერს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხების სესრულებას მიესალმება:

„ეს მიუთითებს აზერბაიჯანის და სომხეთის მზადყოფნას, დაასრულოს მრავალწლიანი კონფლიქტი და დაიწყოს პოლიტიკური დარეგულირება“.

შეგახსენებს, რომ მანამდე რუსეთის თავდაცვის მინისტრი ვიზიტით ერევანში იმყოფებოდა, სადაც სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

ამასთან, თურქული მედია წერს, რომ თურქი სამხედროები აზერბაიჯანში უახლოეს დღეებში გაემგზავრებიან.