Accentnews.ge
"მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე მსჯელობა დღის წესრიგში არ დგას"

"მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე მსჯელობა დღის წესრიგში არ დგას"

28/06/2019 09:13:38 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დეპუტატ ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე მსჯელობა დღის წესრიგში არ დგას.

მისი თქმით, ამ მომენტისთვის შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

"ბატონი მელია ვალდებულია დაექვემდებაროს და შეასრულოს სასამართლოს განჩინებით დაკისრებული და განსაზღვრული ვალდებულებები. განჩინება როგორც კი ჩაბარდება ამ ადამიანს, ვალდებულია მიმართოს სამართალდამცავ ორგანოს, რომელიც იმსჯელებს და უფლებამოსილებას მიანიჭებს მელიას, გამოცხადდეს თუ არა პარლამენტში. ცნობილია, რომ მას დაეკისრა ვალდებულება, არ დატოვოს საცხოვრებელი სახლი ნებართვის გარეშე და ეს ნიშნავს, რომ სამართალდამცავი ორგანო იმსჯელებს, განჩინებაზე დაყრდნობით მისცეს თუ არა უფლება დატოვოს საცხოვრებელი ადგილი. თუკი მისცემენ უფლებას, მას შეეძლება გადაადგილდეს იქ, სადაც სურს. თუკი არ ექნება მას ამის ნებართვა, ლოგიკურია, რომ მას არ ექნება უფლებამოსილება დატოვოს საცხოვრებელი ადგილი", - განაცხადა ოხანაშვილმა. 

ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს ნიკა მელიას გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, ნიკა მელიას სასამართლოს განჩინებით დაეკისრა სხვა ვალდებულებებიც.

ნიკა მელიას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობას და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნიკა მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S