Accentnews.ge
აჭარაში კორონავირუსმა უკვე მეოთხე მედიკოსი იმსხვერპლა

აჭარაში კორონავირუსმა უკვე მეოთხე მედიკოსი იმსხვერპლა

20/11/2020 11:53:47 საზოგადოება

აჭარაში კორონავირუსმა უკვე მეოთხე მედიკოსი იმსხვერპლა. ამჯერად დაავადებით ბათუმში მდებარე კლინიკა "მედცენტრის" ექიმი გარდაიცვალა.

ექიმებმა 73 წლის მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილის კოლეგების განცხადებით, ინფიცირებული კლინიკაში 14 ნოემბერს მოათავსეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. მათი თქმით, პაციენტს თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსით ექიმი ქობულეთშიც გარდაიცვალა.

გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ საქართველოში 41 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 3 768 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 4 055 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 96 860 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 77 932 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 894 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S