ქობულეთში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა
20/11/2020 05:09:56 საზოგადოება
ქობულეთის სამედიცინო ცენტრში 72 წლის ექიმი გარდაიცვალა. ინფიცირებული სახლში მკურნალობდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ მისი მდგომარეობა გართულდა და 15 ნოემბერს კლინიკაში მოათავსეს.
"ექიმი 4 დღის განმავლობაში მკურნალობდა კლინიკაში. მანამდე სახლში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო. 72 წლის ქალბატონი შემოვიდა 15 ნოემბერს მძიმე მდგომარებოაში და ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ამ დროისათვის კლინიკაში 60 მდე ინფიცირებული გვყავს, აქედან 10 რეანიმაციაში",- განაცხადეს ქობულეთის კლინიკაში.
შეგახსენებთ, რომ ეს აჭარაში კორონავირუსით მედიკოსის გარდაცვალების მესამე შემთხვევაა.


