Accentnews.ge
ჯაფარიძე ელჩებთან აუდიენციაზე: "მე-3 რაუნდისთვის მოსამზადებელი შეხვედრა იყო"

ჯაფარიძე ელჩებთან აუდიენციაზე: "მე-3 რაუნდისთვის მოსამზადებელი შეხვედრა იყო"

20/11/2020 11:11:51 საშინაო პოლიტიკა

"გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ამერიკის ელჩ კელი დეგნანთან და საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ფასილიტატორები ცდილობენ, იპოვონ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დამაკავშირებელი პოზიციები.

ჯაფარიძის თქმით, ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებთან აუდიენცია მე-3 რაუნდისთვის მოსამზადებელი წინასწარი შეხვედრა იყო.

"არაფერი კონკრეტული გზავნილები არ ყოფილა, იყო შეხვედრა. ჩავთვალოთ, რომ იყო მე-3 რაუნდისთვის მოსამზადებელი წინასწარი შეხვედრა, სადაც ფასილიტატორები ცდილობენ იპოვონ დაახლოების წერტილები ოპოზიციის პოზიციასა და ხელისუფლების პოზიციებს შორის. ოპოზიციის პოზიცია არ შეცვლილა. ვართ ბოიკოტის რეჟიმში და მთავარი მოთხოვნაა ხელახალი არჩევნები. მათი მცდელობაა, რომ III რაუნდის შემდეგ რაიმე კონკრეტული შედეგი დაიდოს. ამიტომ, ცდილობენ, პოზიციების დაახლოებას", - განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში საარჩევნო ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების ლიდერები ფასილიტატორებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავენ.

ცნობისთვის: ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.

აქციების პარალელურად, ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის პროცესი დაიძრა. უკვე გაიმართა მოლაპარაკებათა მე–2 რაუნდი, თუმცა მხარეთა პოზიციების დაახლოება ჯერ–ჯერობით ვერ ხერხდება. ოპოზიცია ერთიანია მოთხოვნაში, გაიმართოს ხელახალი არჩევნები ხელახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. აღნიშნულს მმართველ გუნდში ამ დრომდე კატეგორიულად გამორიცხავენ. როდის გაიმართება დიალოგის მე–3 რაუნდი ამ ეტაპზე უცნობია. შეგახსენებთ, რომ დღემდე გამართული მოლაპარაკებათა 2 რაუნდის წინ ფასილიტატორებს ოპოზიციის ლიდერებთან ცალ–ცალკე შეხვედრები არ გაუმართავთ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S