
თბილისში "ავერსის" აფთიაქი დააყაჩაღეს
28/06/2019 07:58:19 სხვა, სამართალი
თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე "ავერსის" აფთიაქი დააყაჩაღეს. როგორც "პირველი არხი" თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, აფთიაქში დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა, სავარაუდოდ, გარკვეული რაოდენობის თანხა წაიღო და ადგილიდან მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.