Accentnews.ge
პროკურატურა მელიას განაჩენს გაასაჩივრებს

პროკურატურა მელიას განაჩენს გაასაჩივრებს

28/06/2019 07:05:42 სხვა, სამართალი

გენერალური პროკურატურის განცხადებით, უწყება დეპუტატ ნიკა მელიასთვის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. 

ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს ნიკა მელიას გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, ნიკა მელიას სასამართლოს განჩინებით დაეკისრა სხვა ვალდებულებებიც

ნიკა მელიას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობას და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნიკა მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S