
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სპეცრაზმელს ბოდიში მოუხადეს
27/06/2019 19:00:41 სხვა, საზოგადოება
საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მიშა მშვილდაძემ სპეცრაზმელის ოჯახს ბოდიში მოუხადა. როგორც მშვილდაძემ სიტყვით გამოსვლისას განმარტა, გუშინ აქციაზე თქვა, რომ სპეცრაზმელი, რომელიც 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლაში მონაწილეობდა, რამდენიმე დღის წინ ანტალიაში დასასვენებლად გაუშვეს,თუმცა აღმოჩნდა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
"ოჯახმა გაარცელა ინფორმაცია, რომ მას თვალზე დაზიანება ჰქონდა. ბოდიშს ვიხდი ამისათვის. ჩვენი ძალა ჩვენი სიმართლეა. შესაძლოა, ცოტა დავიღალოთ და მერე რა?! დაღლას არ დავნებდებით. გახარია, 1981 წლის 13 მაისს იცი, რა დაღლილი იყო ვიტალი დარასელია, როცა ის გოლი გაიტანა 86-ე წუთზე?! ჩვენ არ დავიღლებით. ბევრს უნდა ჩვენში განხეთქილების შეტანა. ჩვენი აქ ყოფნის მიზანია, რომ ჩვენი ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ. გახარია უნდა წავიდეს" - , განაცხადა მიშა მშვილდაძემ.