Accentnews.ge
გუნდმა ბახტაძე კვლავ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა

გუნდმა ბახტაძე კვლავ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა

27/06/2019 19:16:30 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საქართველოს ხელისუფლება პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძეს ბოლო დღეების განმავლობაში უხერხულ მდგომარეობაში უკვე მეორედ აგდებს. 

ვითარება, როდესაც ხელისუფლების სხვა წარმომადგენელმა ბახტაძის გამოსვლიდან დაახლოებით ნახევარ საათში შინაარსობრივად მისი საპირისპირო განცხადება გააკეთა, დღესაც განმეორდა. 

ამჯერად ბახტაძისგან შინაარსობრივად რადიკალურად განსხვავებული განცხადებები შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მოვისმინეთ.

„პასუხისმგებლობა ამ შედეგებზე ეკისრება მსჯავრდებულ სააკაშვილს და მის აგრესიულ ჯგუფს, რომლებიც შეეცადნენ, გამოეყენებინათ ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი და იერიში მიიტანეს ჩვენს კონსტიტუციაზე“, - განაცხადა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

დაახლოებით ნახევარ საათში კი, ტელეჟურნალისტებთან შეხვედრისას შს მინისტრმა განაცხადა, რომ 20–21 ივნისის მოვლენებზე ის არის პასუხისმგებელი. 

„ყველაფერი, რაც ამ ღონისძიების დროს მოხდა, რა თქმა უნდა, ჩემი პასუხისმგებლობაა - ყველაფერი, მისი დაწყებიდან დასრულებამდე, და ამ პასუხისმგებლობას მე არ გავურბივარ. ასევე ჩემი პასუხისმგებლობაა ის ყველაფერი, რაც დღეს ჩვენს საზოგადოებაში ხდება“, – განაცხადა გახარიამ .

წინა მსგავსი შემთხვევა 20 ივნისს დაფიქსირდა. მაშინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მრავალათასიანი საპროტესტო აქციის დაშლის დაწყებამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე პრემიერმა განაცხადა, რომ "რეზინის ტყვიები და გაზი "ქართული ოცნების" ხელწერა არ ყოფილა და არც იქნებოდა".  

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S