ლარი გაუფასურებას განაგრძობს
17/11/2020 13:04:11 ეკონომიკა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 18 ნოემბერს ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.3021 ლარი იქნება, ხოლო ერთ ევროს 3.9209 ლარად შეიძენთ.
დღეს ერთი აშშ დოლარი 3.3004 ლარი ღირდა, ერთი ევრო – 3.9090 ლარი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებიდან სხვადასხვა მოცულობის დოლარი უკვე 22-ჯერ გაყიდა.


