ADB კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის ხელმისაწვდომობისთვის წევრ ქვეყნებს 20 მლნ დოლარს გამოუყოფს
17/11/2020 10:30:37 ეკონომიკა
"აზიის განვითარების ბანკი" (ADB) კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის ხელმისაწვდომობისთვის წევრ ქვეყნებს 20 მლნ დოლარს გამოუყოფს.
"დახმარების მიზანია, გაძლიერდეს ვაქცინაზე უსაფრთხო და ეფექტური ხელმისაწვდომობის, მისი შესწავლის, გავრცელების, მიწოდებისა და მონიტორინგის შესაძლებლობები“, – ნათქვამია ADB-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბანკის მდგრადი განვითარების და კლიმატის ცვლილებების დეპარტამენტის გენერალური დირექტორის ვოჩონგ უმმის განხადებით, "უსაფრთხო, ეფექტურ და საჭირო რაოდენობის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შემდეგი საფეხურია".
„აღნიშნული გრანტით "აზიის განვითარების ბანკს" შეუძლია, დაეხმაროს განვითარებად წევრებს, მიიღონ სასწრაფო ზომები, მათ შორის ვაქცინის სისტემის შეფასებისა და ვაქცინის განაწილების სტრატეგიების განსასაზღვრად, რათა უზრუნვეყოფილ იქნას ვაქცინის ეფექტურად და სამართლიანად მიწოდება“, – განაცხადა ვოჩონგ უმმა.


