Accentnews.ge
აქციის მონაწილეები ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრისკენ დაიძრნენ

აქციის მონაწილეები ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრისკენ დაიძრნენ

27/06/2019 18:38:06 სხვა, საზოგადოება

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბიზენს-ცენტრისკენ დაიძრნენ. დემონსტრანტებს წინ ახალგაზრდები სკუტერებით მიუძღვებიან.

აქციის ორგანიზატორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დემონსტრაცია მშვიდობიანი იქნება და სამართალდამცველებს თანამშრომლობა სთხოვეს.  

"ბიძინა, ხელცარიელები არ მოვდივართ. ვიცით, რომგიყვართ ხელოვნება, ამიტომ თანამედროვე ქართველი მხატვრის ნამუშავეარი მოგვაქვს – სავლესი. აქ ხატია გახარია, რომელიც მიდის. ეს ქვეყანა მხოლოდ შენი არ არის ბიძინა",– განაცხადა მიშა მშილდაძემ. პლაკატს, რომელზეც მშვილდაძე საუბრობდა, აწერია "სხვა გზა არ არის"

გზად დემონსტრანტებმა საბჭოთა საქართველოს დროშა დაწვეს. როგორც აქციის მონაწილეებმა განმარტეს, ეს ჟესტი იყო იმის გამოხატულება, რომ "საბჭოთა კავშირი ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს". 


დემონსტრანტები პარლამენტთან დღეს მერვედ შეიკრიბნენ. მათი მოთხოვნა უცვლელია – გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია.

ცნობისთვის: დემონსტრანტების სამი მოთხოვნიდან ორი – ყველა დაკავებულის გათავისუფლება და 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება ამ დროისთვის დაკმაყოფილებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S