ოქტომბერში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 18.6%-ით გაიზარდა
16/11/2020 10:36:11 ეკონომიკა
2020 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 181.7 მლნ აშშ დოლარი (584.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 18.6%-ით (28.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ოქტომბერში ცალკეული ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა - $35 მილიონი რუსეთიდან გადმოირიცხა, მეორე ადგილზე კი იტალიაა, საიდანაც საქართველოში $27 მილიონი შემოვიდა.
ქვეყნები, საიდანაც ოქტომბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები $1 მილიონ დოლარს აღემატებოდა:
რუსეთის ფედერაცია - 35.20 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -7.01%
იტალია - 27.50 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 30.88%
აშშ - 21.25 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 39.52%
საბერძნეთი - 19.72 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 23.64%
ისრაელი - 13.78 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 1.37%
უკრაინა - 10.95 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 151.91%
თურქეთი - 10.09 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 26.00%
გერმანია - 7.90 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 74.65%
აზერბაიჯანი - 5.33 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 145.10%
ესპანეთი - 4.50 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 14.78%
საფრანგეთი - 3.01 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 29.33%
პოლონეთი - 2.51 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -14.01%
გაერთიანებული სამეფო - $1.88 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 20.05%
ყაზახეთი - 1.81 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -43.98%
კანადა - 1.72 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 39.47%
ირლანდია - 1.50 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 63.52%
კვიპროსი - 1.09 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -26.80%
სომხეთი - 1.05 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -20.00%


