ოქტომბერში საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 314.9 ლარამდე გაიზარდა
16/11/2020 10:23:07 ეკონომიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 3.7 ლარით გაიზარდა. კერძოდ, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 187.7 ლარს შეადგენდა, ხოლო სექტემბერში 184 ლარი იყო.
2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, ოქტომბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 5.2 ლარით არის შემცირებული. კერძოდ, 2019 წლის ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 192.9 ლარს შეადგენდა.
საქსტატი მონაცემებით, ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით, 6.3 ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც, რომელიც 314.9 ლარი გახდა. სექტემბერში ეს თანხა 308.6 ლარს შეადგენდა.
რაც შეეხება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს, შარშან, ოქტომბერში საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 323.5 ლარს შეადგენდა.
შეგახენებთ, რომ საარსებო მინიმუმი არის ერთ მოსახლეზე სამომხმარებლო საქონლის ღირებულებითი გამოხატულება, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისად უზრუნველყოფს ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. სწორედ ამიტომ სახელმწიფოსთვის საარსებო მინიმუმის სტატისტიკა ერთგვარი ორიენტირი უნდა იყოს სოციალური დახმარებების განსახორციელებლად.


