Accentnews.ge
დღეის მდგომარეობით, საქართველოდან 2.0 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ვაშლია ექსპორტირებული

დღეის მდგომარეობით, საქართველოდან 2.0 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ვაშლია ექსპორტირებული

16/11/2020 10:08:36 ეკონომიკა, რეკლამა

საქართველოდან ვაშლის ექსპორტი აქტიურად მიმდინარეობს. 2020 წლის 1 აგვისტოდან 15 ნოემბრამდე პერიოდში ქვეყნიდან 4 709 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 2.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 11-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 1.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (4 550 ტონა); ქართული ვაშლი ასევე ექსპორტირებულია ყაზახეთში, სომხეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S