ტრამპმა ბაიდენის გამარჯვება აღიარა
15/11/2020 14:39:21 მსოფლიო
აშშ–ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა.
„მან გაიმარჯვა, ვინაიდან არჩევნები გაყალბებული იყო“, – დაწერა ტრამპმა "ტვიტერში" ცოტა ხნის წინ.
აშშ-ის შემდეგი პრეზიდენტი "დემოკრატიული პარტიის" წევრი ჯო ბაიდენი ხდება. მან გამარჯვების მოსაპოვებლად წარმომადგენელთა კოლეგიაში საჭირო 270–ხმიანი ზღვარი 7 ნოემბერს გადალახა. იმავე დღესვე მსოფლიო ლიდერების ნაწილმა და საერთაშორისო მედიასაშუალებების უმეტესობამ ბაიდენს ქვეყნის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.
აღსანიშნავია, რომ ტრამპი ჯო ბაიდენის არჩეულ პრეზიდენტად გამოცხადებას აპროტესტებს და შედეგები სასამართლოში გაასაჩივრა.
იხილეთ ასევე: ვინ არის ჯო ბაიდენი: აშშ-ის ახალი პრეზიდენტის პორტრეტი
მსოფლიო ლიდერები, რომლებმაც ბაიდენს აშშ–ის პრეზიდენტად არჩევა არ მიულოცეს


