
რატომ დუმდა მინისტრი ერთი კვირის განმავლობაში: გახარიას კომენტარი
27/06/2019 17:22:02 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
შს მინისტრმა გიორგი გახარიამ არ იცის, რატომ არ მისცა პარლამენტმა მას საკანონმდებლო ორგანოში მისვლის შესაძლებლობა. მინისტრი ამბობს, რომ იზიტისთვის მზადაა, თუნცახ ხვალ.ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თოქ-შოუების ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რატომ არ მივიდა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მინისტრს ჰკითხეს, რატომ დასჭირდა რვა დღე იმისთვის, რომ გამოჩენილიყო საჯაროს და ისიც არა აქციაზე, ან პარლამენტში, არამედ მედიასთან.
გახარიას თქმით, მას პარლამენტში მისვლის პრობლემა არ აქვს, ისევე როგორც არ გაურბის მედიის კითხვებს.
„პარლამენტში მისვლა იყო ჩვენი ინიციატივა. მე არ ვიცი, რატომ მიიღო პარლამენტმა ასეთი გადაწყვეტილება და რატომ არ მოგვცა კონკრეტული თარიღი. ჩვენ სურვილი პარლამენტში მისვლის ყოველთვის გვაქვს და შეგვიძლია მივიდეთ იქ ხვალაც და მაშინაც, როცა დაგვიძახებენ“, - განაცხადა გახარიამ.
ამასთან, გახარია ირწმუნება, რომ მისი უწყების კარი მედიისთვის ყოველთვის ღიაა.
„ჩვენ არასდროს შეგვშინებია არც მწვავე კითხვების და არც პოზიციის დაფიქსირების. ეს რვა დღე იყო მხოლოდ იმით გამოწვეული, რომ არ გამოგვეწვია დამატებითი ტემპერატურის ზრდა“,- განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ იმიჯი მისი მიზანი არ არის.