Accentnews.ge
„არ გვსურს, ვიცხოვროთ კრემლის მიერ მართული მინისტრების ქვეყანაში“

„არ გვსურს, ვიცხოვროთ კრემლის მიერ მართული მინისტრების ქვეყანაში“

27/06/2019 17:20:16 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ  მიმდინარე აქციაზე შეკრებილ მომიტინგეებს ტელეწამყვანმა ნიკა ქავთარაძემ მიმართა და განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ სურთ, იცხოვრონ „კრემლის მიერ მართული მინისტრების ქვეყანაში".   

„საქართველოში კრემლის მართული დრო აღარ არის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ კრემლმა დაიხიოს უკან და გახარია გადადგეს“, – მიმართა ნიკა ქავთარაძემ მომიტინგეებს. 

შეგახსენებთ, რომ დემონსტრანტები პარლამენტთან დღეს მერვედ შეიკრიბნენ. მათი მოთხოვნა უცვლელია – გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია.  

დღევანდელი აქციის მონაწილეები 22:00 საათზე პარლამენტის შენობიდან მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს–ცენტრისკენ მსვლელობის გამართვას აპირებენ.

ცნობისთვის: დემონსტრანტების სამი მოთხოვნიდან ორი – ყველა დაკავებულის გათავისუფლება და 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება ამ დროისთვის დაკმაყოფილებულია. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S