ლარი გაუფასურებას განაგრძობს
13/11/2020 13:03:01 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 14 ნოემბერს ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.2951 ლარი იქნება, ხოლო ერთ ევროს 3.8961 ლარად შეიძენთ.
13 ნოემბერს ერთი აშშ დოლარი 3.2914 ლარი ღირდა, ხოლო ერთი ევრო – 3.8888 ლარი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებიდან სხვადასხვა მოცულობის დოლარი უკვე 22-ჯერ გაყიდა.


