Accentnews.ge
პანდემიის პერიოდში თბილისის მერია საახალწლო ნაძვის ხის ტოტების გადაკეთებასა და ახალი გირლანდის შეძენაში 195 800 ლარის დახარჯვას გეგმავს

პანდემიის პერიოდში თბილისის მერია საახალწლო ნაძვის ხის ტოტების გადაკეთებასა და ახალი გირლანდის შეძენაში 195 800 ლარის დახარჯვას გეგმავს

13/11/2020 10:14:39 საზოგადოება

პანდემიის პერიოდში თბილისის მერია მთავარი საახალწლო ნაძვის ხის ტოტების გადაკეთებასა და ახალი გირლანდის შეძენაში 195 800 ლარის დახარჯვას გეგმავს.

გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება 2020 წლის 28 ოქტომბრით თარიღდება. მომწოდებელი შპს "ღამის შოუ სტუდია" არის.

შესასყიდი საქონლისა და თანმდევი მომსახურების ღირებულება 195 800 ლარია, მათ შორის 103 850 ლარი ტოტებისა და წიწვების გადაკეთებისთვის არის გაწერილი, ხოლო 70 950 ლარი – 70-ნათურიანი გირლანდისთვის. ასევე, 21 000 ლარი ჯდება 10-მეტრიანი სტრინგი კაბელით.

ხელშეკრულების თანახმად, საქონლის მიწოდება და თანმდევი მომსახურების გაწევა არაუგვიანეს 2020 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით უნდა განხორციელდეს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიამ მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც ეკონომიკური კრიზისი შექმნა. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) 2021 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 4.3%-მდე შეამცირა.

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში დაავადებამ 37 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 3473 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3 342 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 73 154 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 55 511 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 636 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S