Accentnews.ge
დღე მერვე: პარლამენტთან აქცია განახლდა, იგეგმება ივანიშვილის ბიზნეს–ცენტრისკენ მსვლელობაც

დღე მერვე: პარლამენტთან აქცია განახლდა, იგეგმება ივანიშვილის ბიზნეს–ცენტრისკენ მსვლელობაც

27/06/2019 16:35:15 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქცია განახლდა. დემონსტრანტები პარლამენტთან დღეს მერვედ შეიკრიბნენ. მათი მოთხოვნა უცვლელია – გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია. 

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა მომიტინგეებს მიმართა და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადება გააცნო.

„ყველაფერი ისე განმეორდა, როგორც აქამდე გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ვართ რომელიღაც პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ მართული ხალხი და ეს ყველაფერი არის პროვოკაციის ნაწილი", - მიმართა დიღმელაშვილმა აქციის მონაწილეებს.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები 22:00 საათზე პარლამენტის შენობიდან მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს–ცენტრისკენ მსვლელობის გამართვას აპირებენ.

ამასთან, პარლამენტის შენობის წინ დამოტაჟებულ დიდ ეკრანზე, გიორგი გახარიას ტელეწამყვანებთან შეხვედრა პირდაპირ ეთერში გადაიცემა.  

პარლამენტის შენობასთან, სადაც აქცია მიმდინარეობს, საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა.

ცნობისთვის: დემონსტრანტების სამი მოთხოვნიდან ორი – ყველა დაკავებულის გათავისუფლება და 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება ამ დროისთვის დაკმაყოფილებულია. 



ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S