
გახარია გამოძიების დასრულებამდე გადადგომას არ აპირებს
27/06/2019 16:23:24 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, "ყველაფერი, რაც მოხდა", მისი პასუხისმგებლობაა, "დაწყებიდან დასრულებამდე" და არ აპირებს ამ პასუხსიმგებლობას გაექცეს, თუმცა გამოძიების დასრულებამდე გადადგომას არ აპირებს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეწამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.
"შსს–მ ღრსეულად გაუძლო გამოწვევას და ის შედეგები რაც ივიღეთ პრობლემებით, ესეც ჩემი პასუხსიმგებლობაა... ასევე ჩემი პასუხისმგებლობაა, რომ ყველაფერი, რაც დღეს ჩვენ საზოგადოებაში ხდება და როდესაც სახალხო სასამართლოს ვუწყობთ ცალკეულ ადამიანებს, მათ შორის პოლიციელებს, მაშინ როდესაც სამართლებრივი პროცედურები ჯერ არ დაწყებულა, ესეც ჩემი პასუხისმგებლობაა. ეს ადამიანები, იცავდნენ სახელმწიფო ინსტიტუტს, რომლებიც პასუხისმგებლობიდან გამომდინარე იცავდნენ სამოქალქო სიმშვიდეს, იძულებული გახდნენ, გამოეყენებინათ ლეგიტიმური ძალა, ეს ადამიანები უნდა იყვნენ შეფასებული საზოგადოების მხრიდანაც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მინისტრის თქმით, გამოყენებული ძალის პროპორციულობის ნაწილში არსებობს გარკვეული კითხვები გარკვეულ ეპიზოდებთან, რომელიც ასევე არის დეტალურად გამოსაძიებელი.
„აბსოლუტურად მკაფიოდ ვყოფ სამართლებრივ და პოლიტიკურ ნაწილს. სამართლევრივი ნაწილი მისაყვანია ბოლომდე და ამას არ იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მზად ვართ მასში ჩაერთოს როგორც სახალხო დამცველი, ასევე ყველა დაინტერესებული მხარე. ვიდრე არ იქნება დასმული წერტილი და არ გაეცემა პასუხი ამ პროპორციულობის ნაწილს მე ვარ აქ. დავიცავ თითოეულ პოლიციელს, რომელსაც დღეს ზოგიერთი ჩვენი მოქალაქე ცდილობს, რომ ბულინგის სახით მოუწყოს სასამართლო“, - თქვა გიორგი გახარიამ.