4-დღიანი გამყარების შემდეგ ლარი კვლავ გაუფასურდა
12/11/2020 13:20:58 ეკონომიკა
4-დღიანი გამყარების შემდეგ ლარი კვლავ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 13 ნოემბერს ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.2914 ლარი იქნება, ხოლო ერთ ევროს 3.8888 ლარად შეიძენთ.
იხილეთ, როგორი იყო ეროვნული ვალუტის კურსი მიმდინარე კვირაში:
- 12 ნოემბერი – ერთი აშშ დოლარი 3.2863, ერთი ევრო 3.8742 ლარი;
- 11 ნოემბერი – ერთი აშშ დოლარი 3.3186 ლარი ღირდა, ერთი ევრო – 3.9143 ლარი;
- 10 ნოემბერი – ერთი აშშ დოლარი 3.3308 ლარი ღირდა, ერთი ევრო – 3.9550 ლარი;
- 9 ნოემბერი – ერთი აშშ დოლარი 3.3613 ლარი ღირდა, ერთი ევრო – 3.9892 ლარი;
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებიდან სხვადასხვა მოცულობის დოლარი უკვე 22-ჯერ გაყიდა.


