Accentnews.ge
 გახარიას თქმით, გავრილოვის ვიზიტი უსაფრთხოების ჭრილში არ ყოფილა შეფასებული

გახარიას თქმით, გავრილოვის ვიზიტი უსაფრთხოების ჭრილში არ ყოფილა შეფასებული

27/06/2019 16:17:09 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 20 ივნისს განვიტარებული მოვლენები სპეციალური სამსახურის გამოძიების საგანი უნდა გახდეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა. შს მინისტრს ჰკითხეს,  გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას როგორც უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე, რომ ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებული რისკები არ იყო შეფასებული და გათვლილი. საუბარია მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე. 

შს მინისტრის თქმით, პარლამენტში გამართული ტნისძიება უსაფრთხოების კონტექსტში დანახული არ ყოფილა და ეს შესაძლოა, შეცდომა იყო. 

„რა თქმა უნდა, უსაფრთხოების კომპონენტია იმაში, რაც პარლამენტის შენობაში მოხდა და შემდგომ ყველაფერი, რაც ამას მოჰყვა, ეს უნდა გახდეს სპეციალური სამსახურების გამოძიების საგანი, განსკუთრების მას შემდეგ, რაც ამ ქმედებას მოჰყვა. თუმცა აქ ორი სხვადასხვა კომპონენტია: არსებობს კომპონენტი, რამაც გამოიწვია თავისუფალი მოქალაქეების პროტესტი. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი პოლიციელი თანაუგრძნობდა ამ პროტესტანტებს. ბევრი მათგანი საოკუპაციო ხაზთან მსახურობს. ემოციურადაც მნიშვნელოვანია მათთის ეს. ამიტომ აქ პრობლემა არ არსებობდა. სხვა საკითხია, რომელიც ასევე უსაფრთხოებას ეხება, ყველაფერი ის, რა სახეც მიიღო პროტესტმა. ორივე კომპონენტი უსაფრთხოების წჭილშია განსახილველი, თუმცა სხვადასხვა ნამდვილად საკითხია. მოქალაქეების პროტესტს ვერ დავუკავშიერებ იმას, რაც შესაძლოა, ყოფილიყო რუსი დეპუტატის ქმედებების უკან“,– განაცხადა შს მინისტრმა.  

ცნობისთვის: 24 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კომუნისტმა წევრმა, “მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის” მოქმედმა პრეზიდენტმა სერგეი გავრილოვმა, რომლის საქართველოს პარლამენტში სტუმრობა და სპიკერის სავარძლიდანასამბლეის სესიის გახსნა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში მორიგი კრიზისის წინაპირობად იქცა, ტელეარხ NTV–სთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში სხდომის ჩატარების შემოთავაზება ქართული მხარისგან, კერძოდ, უშუალოდ პარლამენტის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისგან მიიღო, “არ გვეგონა, რომ [საქართველოში] რაიმე მოხდებოდა ორი მიზეზის გამო: 1) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სატელეფონო საუბრისას პირადა მითხრა, “მიღება ჩატარდება უმაღლეს დონეზე, ჩვენ ველოდებით თქვენს ფორუმს, ის ძალიან კარგად იმოქმედებს მსოფლიოში საქართველოს ავტორიტეტსა და რეიტინგზეო“ და 2) არსებობდა უსაფრთხოებისა და სტუმართმოყვარეობის წერილობითი გარანტიები. მე ვიკითხე კიდეც, იქნებ სჯობს, უფრო სადად ჩავატაროთ ეს ფორუმი… “არა, აუცილებლად პარლამენტში, მხოლოდ პარლამენტში, საუკეთესო დარბაზში! თქვენ, რა თქმა უნდა, პრეზიდიუმში იქნებით და წაიყვანთ სხდომას! ჩამოიყვანეთ თქვენი ცოლები, შვილები, რომ ყველამ დაინახოს, რა კარგად ღებულობს სტუმრებს საქართველო და რომ ის ნამდვილად ევროპული ქვეყანააო”. [...] ჩვენ მსგავს მოვლენებს არ ველოდებოდით, რადგან გვეგონა, რომ საქართველოში არის ხელისუფლება და დემოკრატია მათთვის ცარიელი სიტყვა არ არის“, – განაცხადა გავრილოვმა.

 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S