Accentnews.ge
"დიახ, სამწუხაროდ, ჩვენ ფეხი დაგვიცდა"

"დიახ, სამწუხაროდ, ჩვენ ფეხი დაგვიცდა"

27/06/2019 16:00:32 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ოპოზიცია შვიდი წლის მანძილზე ჩასაფრებულის პოზიციაში იყო და მმართველ გუნდს ფეხი დაუცდა, როდესაც ქვეყანაში და შემდეგ პარლამენტში რუსი დეპუტატების შესვლა დაუშვა.

"შვიდი წელი ისინი ამზადებდნენ და ჩაუსაფრდნენ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სამშობლოს და საკუთარ ხალხს. ისინი ელოდნენ, რომ ვიღაცას ფეხი დაუცდებოდა და დიახ, სამწუხაროდ, ჩვენ ფეხი დაგვიცდა. რაც ჩვენ 20 ივნისს ვიხილეთ სრულიად მიუღებელი იყო ნებისმიერი ქართველისთვის. ერი, რომელიც მთელი თავისი მრავალსაუკონოვანი ისტორიის განმავლობაში იბრძვის თავისი მთავარი ფასეულობისთვის, თავისუფლებისთვის, ეს იყო უმძიმესი სანახავი. ამან გამოიწვია გულწრფელი ემოციები ჩვენს მოქალაქეებში, გულწრფელი პროტესტი და თითოეული ჩვენგანი არის ამ პროტესტის სოლიდარული. ჩვენ იმავე დღესვე მივეცით ამას ძალიან მკაცრი რეაქცია. ეს ასამბლეა თუ კონფერენცია იქნა შეწყვეტილი და ყველა დელეგაციამ დატოვა თბილისი. შემდეგ საღამოს ჩვენ ამავე დროს ვიხილეთ გულწრფელი პროტესტი ჩვენი მოქალაქეების. ეს იყო გულწრფელი პროტესტი თითოეული ადამიანის, თითოეული ახალგაზრდის, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვიხილეთ, რომ დესტრუქციული ძალა ჩაერთო და ყველამ დაინახა, რომ ეს დესტრუქციული ძალა ცდილობდა თავისი პროვოკაციული მიზნებისთვის გამოეყენებინა ეს გულწრფელი პროტესტი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S