Accentnews.ge
იტალია დასავლეთ ევროპის რიგით მე–3 ქვეყანა გახდა, სადაც  კოვიდ–ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

იტალია დასავლეთ ევროპის რიგით მე–3 ქვეყანა გახდა, სადაც  კოვიდ–ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

11/11/2020 18:22:18 მსოფლიო

იტალია დასავლეთ ევროპის რიგით მე–3 ქვეყანა გახდა, სადაც კოვიდ–ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა.

უკანასკნელი მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 1 028 424 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 42 953 ადამიანი გარდაიცვალა.

დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსით ინფიცირების მილიონზე მეტი შემთხვევა უკვე დადასტურებულია ესპანეთსა და საფრანგეთში.

ბოლო პერიოდში დაავადების ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო რეგიონის ქვეყნების უმეტესობამ ხელმეორედ ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა აღნიშნულისგან იტალია თავს ჯერ–ჯერობით იკავებს.

20 რეგიონიდან 7 მათგანში შეზღუდვებია გამკაცრებული, ხოლო 4 ხელმეორედ ჩაიკეტა.

5 ნოემბრიდან იტალიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით "კომენდანტის საათი" დააწესა, რომელიც ყოველდღე, 22:00-დან 05:00 სთ-მდეა ძალაში.

ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 51 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 51 861 437 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 280 549 ადამიანი იმსხვერპლა. 36 428 038 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 66 561 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 49 811 პაციენტი გამოჯანმრთელდა,566 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S