Accentnews.ge
ოპოზიციამ ფაშინიანს გადადგომისთვის ვადა შუაღამემდე მისცა

ოპოზიციამ ფაშინიანს გადადგომისთვის ვადა შუაღამემდე მისცა

11/11/2020 16:23:21 მსოფლიო

სომხეთის პრემიერ–მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით ერევანში ათასობით დემონსტრანტი ქუჩაში გამოვიდა. "ნიკოლი მოღალატეა", – სკანდირებენ მომიტინგეები.

ოპოზიციამ ფაშინიანს გადადგომისთვის ვადა შუაღამემდე მისცა.

"პოლიტიკური ძალები მოვითხოვთ, რომ პაშინიანი და მისი მთავრობა თანამდებობიდან გადადგნენ. ათასობით სიცოცხლისა და მიწის დაკარგვა, ასევე მოკავშირეებთან, განსაკუთრებით, რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვა ამტკიცებს, რომ ფაშინიანის მთავრობა უუნაროა", - აცხადებენ ოპოზიციონერი ლიდერები.

მათივე თქმით, მათ მოკლევადიან სამოქმედო გეგმაში ნიკოლ ფაშინიანის გადაყენება, საგანგებო აღმასრულებელი კომიტეტის შექმნა და ქვეყნის ახალი ლიდერის წარდგენა შედის.

ერევანში გამოსვლები სომხეთის მიერ აზერბაიჯანთან ყარაბაღის თაობაზე გაფორმებულ შეთანხმებას მოჰყვა.

იხილეთ ასევე: 26-წლიანი კონფლიქტის "დასასრული": ყარაბაღში რუსული ჯარი დგება, ერევანში კი არეულობა დაიწყო

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S