პომპეო: "ამომრჩეველთა ხმების სამართლიანად დათვლის შემდეგ აშშ–ში კვლავ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია იქნება"
11/11/2020 05:44:31 მსოფლიო
აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს განცხადებით, "ამომრჩეველთა ხმების სამართლიანად დათვლის შემდეგ აშშ–ში კვლავ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია იქნება".
ხსენებული განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე საათში მან "ტონი შეიცვალა" და აღნიშნა, რომ "დარწმუნებულია, ვინც არ უნდა გახდეს აშშ-ის პრეზიდენტი, შემდეგი ადმინისტრაციისთვის ხელისუფლების შეუფერხებელი გადაცემა კანონით დადგენილ ვადაში (20 იანვრისთვის) მოხდება.
აშშ-ის შემდეგი პრეზიდენტი "დემოკრატიული პარტიის" წევრი ჯო ბაიდენი ხდება. მან გამარჯვების მოსაპოვებლად წარმომადგენელთა კოლეგიაში საჭირო 270–ხმიანი ზღვარი 7 ნოემბერს გადალახა.
აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის არჩეულ პრეზიდენტად გამოცხადებას აპროტესტებს და შედეგების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
იხილეთ ასევე: ვინ არის ჯო ბაიდენი: აშშ-ის ახალი პრეზიდენტის პორტრეტი
მსოფლიო ლიდერები, რომლებმაც ბაიდენს აშშ–ის პრეზიდენტად არჩევა არ მიულოცეს


