Accentnews.ge
ჯანდაცვის მინისტრმა აშშ–ის ელჩთან შეხვედრა  ონლაინ–რეჟიმში გამართა

ჯანდაცვის მინისტრმა აშშ–ის ელჩთან შეხვედრა  ონლაინ–რეჟიმში გამართა

10/11/2020 13:30:28 საზოგადოება, რეკლამა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრა ონლაინ–რეჟიმში გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"მინისტრმა დიპლომატს დეტალურად განუმარტა პროცედურები იმის შესახებ, თუ როგორ მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა. ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე მიღებული დადგენილებების მიხედვით, განისაზღვრა როგორც კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი, ისე კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების კენჭისყრაში მონაწილეობისთვის აუცილებელი რეგულაციები, რამაც მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემო უზრუნველყო. საუბარი შეეხო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და უსაფრთხოების ზომებსაც. მინისტრის მხრიდან გაკეთდა შეფასებები და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.

„ამერიკის ელჩთან ძალიან საინტერესო ონლაინ–შეხვედრა გაიმართა. ვისაუბრეთ არჩევნებთან დაკავშირებით. კელი დეგნანმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები მოიწონა და აღნიშნა, რომ არჩევნები უსაფრთხო გარემოში ჩატარდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მეორე ტურისთვის მზაობის საკითხსაც. ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეების უსაფრთხოებას ამჯერადაც სათანადოდ უზრუნველყოფს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს სამედიცინო დაწესებულებებში საწოლფონდის მობილიზებას", – ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S