Accentnews.ge
ლევან დავითაშვილი: "ვმუშაობთ, რომ მოსახლეობისთვის პურის მიწოდება შეუფერხებელი იყოს, ხოლო ფასი –  სტაბილური"

ლევან დავითაშვილი: "ვმუშაობთ, რომ მოსახლეობისთვის პურის მიწოდება შეუფერხებელი იყოს, ხოლო ფასი –  სტაბილური"

10/11/2020 07:23:05 საზოგადოება, რეკლამა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პურპროდუქტების მსხვილ მწარმოებლებს, პურის მცხობელთა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციების თავმჯდომარეებს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ბიზნესსექტორის მხრიდან პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ სოციალური მიმართულება და ბაზარზე სტაბილიზაციის შენარჩუნება მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„სამინისტროში რეგულარულად ვმართავთ შეხვედრებს და ვმუშაობთ, რომ მოსახლეობისთვის სტაბილური იყოს როგორც პურის მიწოდება, ასევე სტაბილური იყოს ფასები. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მოსახლეობის პურით შეუფერხებელი მომარაგება. ეს არის საკითხი, რაზეც ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

უწყების ცნობით, ხორბლის, ფქვილისა და პურის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S