Accentnews.ge
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, „კომენდანტის საათის“ დარღვევისთვის 30 000 ლარზე მეტი ჯარიმაა გამოწერილი

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, „კომენდანტის საათის“ დარღვევისთვის 30 000 ლარზე მეტი ჯარიმაა გამოწერილი

09/11/2020 22:06:30 საზოგადოება

ამ დროითვის არსებული მონაცემებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გამო 30 000 ლარზე მეტი ჯარიმა გამოიწერა. საუბარია რუსთაველზე მიმდინარე დაუმორჩილებლობის აქციასთან დაკავშირებულ პირებზე. დაჯარიმებულებს შორის არიან პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეებიც. კერძოდ, ცნობილია, რომ 2 000–ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს ენმ–ის წევრ ხატია დეკანოიძეს. დაჯარიმებულებს შორის აღმოჩნდნენ ისინიც, ვისაც სპეციალური საშვი ჰქონდათ, მათ შორისაა ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე. დაჯარიმდნენ რიგითი მოქალაქეები, მათ შორის სტუდენტებიც.

უნდა აღინიშნოს, რომ თითოეულ შემთხვევაში დაჯარიმება დემონსტრაციის ადგილიდან მოშორებით მოხდა, ამიტომაც „სირცხვილიას“ აქივისტები დემონსტრანტებს მოუწოდებდნენ, არ დაეტოვებინათ ტერიტორია.

სავარაუდოდ, ჯარიმების რაოდენობა გაიზრდება, რადგან როგორც შსს–მ დააანონსა, პირთა იდენტიფიცირება მიმდინარეობს და თითოეული მათგანი დაჯარიმდება.

როგორც ცნობილია, ყველა ჯარმა გასაჩივრდება. „სირცხვილიას“ აქტივისტები ამ დროისთვის დაჯარიმებულთა შესახებ მონაცემებს აგროვებენ.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სახელმწიფო ორგანოებს მოუწოდა, პატივი სცენ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ დემონსტრანტების გამოხატვის თავისუფლებას და აქციის მონაწილეთა დაჯარიმებისგან თავი შეიკავონ.

როგორც ომბუდსმენმა განმარტა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონი შესაძლებლობას იძლევა, შეიზღუდოს გადაადგილების თავისუფლება და არა შეკრება-მანიფესტაციის უფლება და შესაბამისად, მთავრობის დადგენილების გამოყენება მანიფესტაციის და გამოხატვის აკრძალვის მიზნით არაკონსტიტუციური იქნება.

ცნობისთვის: 9 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვა ამოქმედდა. კერძოდ, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში ღამის 22:00-დან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება. შეზღუდვის დამრღვევი პირი 2000 ლარით დაჯარიმდება.

ამ დროისთვის თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა "სირცხვილია" დაუმორჩილებლობის აქციას მართავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S