Accentnews.ge
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოქმედების ვადა გაახანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოქმედების ვადა გაახანგრძლივა

27/06/2019 13:35:20 სხვა, მსოფლიო

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოქმედების ვადა 2020 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„27 ივნისიდან ევროკავშირის საბჭომ 2020 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა ეკონომიკური სანქციების მოქმედების ვადა, რომელიც რუსეთის ეკონომიკის ცალკეული სექტორების წინააღმდეგაა მიმართული“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის საბჭოს სანქციების ვადის გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერებმა 20-21 ივნისს გამართულ ევროკავშირის სამიტის დროს მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიისა და დონბასში მიმდინარე მოვლენებში რუსეთის ჩართულობის გამო დააწესა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S